რატომ ვამაყობ ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამებით

კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლის ზღაპრების სახელოსნოს გაკვეთილი

რატომ ვამაყობ ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამებით

რამდენიმე დღის წინ ერთმა დედამ მითხრა:

— ნინი, ვერ ვიგებ, ჩემს შვილს კიდევ რა გავუკეთო – ინგლისურზეც დადის, მათემატიკაზეც, ცეკვაზეც, რობოტიკაზეც და მაინც მგონია, რომ რაღაც აკლია.

სიმართლე გითხრათ, ეს კითხვა თითქმის ყოველდღე მესმის.

მშობლები გადაღლილები არიან.

ბავშვები — კიდევ უფრო.

ერთ მხარეს სკოლაა, მეორე მხარეს დამატებითი გაკვეთილები, მესამე მხარეს ეკრანები, TikTok, YouTube, Roblox და უსასრულო ინფორმაციის ნაკადი.

და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვცდილობთ, ბავშვს ერთდროულად ვასწავლოთ კითხვა, წერა, მათემატიკა, ემოციები, ურთიერთობები, კრიტიკული აზროვნება, თავდაჯერება და კიდევ ბევრი რამ.

ხშირად მგონია, რომ ბავშვებს კი არა, პატარა პროექტ-მენეჯერებს ვზრდით.

მაგრამ ბავშვებთან მუშაობის წლებმა ერთი რამ ძალიან მკაფიოდ მასწავლა:

ბავშვს ყოველთვის კიდევ ერთი წრე, კიდევ ერთი რვეული და კიდევ ერთი გაკვეთილი არ სჭირდება.

ხშირად ერთი კარგი ამბავი საკმარისია. თუ ამ ამბავს სწორ კითხვებს დავუსვამთ.

კაბინეტში ბევრჯერ მინახავს ბავშვი, რომელსაც მათემატიკა არ უყვარს, მაგრამ ციყვისთვის თხილების დათვლა შეუძლია.

მინახავს ბავშვი, რომელიც საკუთარ ემოციებზე ვერ ლაპარაკობს, მაგრამ პერსონაჟის შიშზე საათობით საუბრობს.

მინახავს ბავშვი, რომელიც კითხვას გაურბის, მაგრამ ზღაპრის ალტერნატიულ დასასრულს თავად წერს.

სწორედ ამ გამოცდილებიდან დაიბადა ჩემი  აირას მეთოდი.

აირას მეთოდის მთავარი იდეა მარტივია – ერთი ამბავი — მრავალი უნარი.

ზღაპარი მხოლოდ ზღაპარი არ არის. ის შეიძლება იქცეს პატარა ლაბორატორიად, სადაც ბავშვი სამყაროსაც სწავლობს და საკუთარ თავსაც. როდესაც ციყვს თხილები უვარდება, ჩვენ მხოლოდ არ ვეკითხებით:

— რამდენი თხილი დარჩა?

ჩვენ ჯერ ვეკითხებით:

— როგორ ფიქრობ, რას გრძნობს ახლა?

როდესაც ზღარბი დახმარებას ითხოვს, ვეკითხებით:

— შენ რას იზამდი?

როდესაც ამბავი მთავრდება, ვეკითხებით:

— შენ როგორ დაასრულებდი?

სწორედ აქ იწყება კრიტიკული აზროვნება.

და სწორედ აქ ირთვება ემოციური ინტელექტიც.

ამიტომ ვამაყობ ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამებით.

კრიტიკული აზროვნების სკოლა ეს არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც ბავშვები კვირაში ერთხელ მოდიან და რაღაცას სწავლობენ.

ჩვენთან ბავშვები თამაშობენ.

მსჯელობენ.

კამათობენ.

ხატავენ.

წერენ.

სპექტაკლს დგამენ.

პერსონაჟებად იქცევიან.

სწავლობენ კითხვების დასმას.

სწავლობენ საკუთარი აზრის დაცვას.

სწავლობენ სხვისი მოსმენას.

სწავლობენ ემოციებზე საუბარს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ურთიერთობას სწავლობენ.

ბოლო წლებში ბავშვებთან ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ:

მათ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. მაგრამ სულ უფრო ცოტა გამოცდილება.

იციან ფაქტები. მაგრამ უჭირთ საკუთარ ემოციებზე საუბარი.

იციან პასუხები. მაგრამ უჭირთ კითხვების დასმა.

აირას მეთოდი სწორედ ამისთვის შევქმენი — რომ ბავშვმა მხოლოდ ინფორმაცია კი არ მიიღოს, არამედ გამოცდილებით ისწავლოს.

ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამებში ერთი ამბავი შეიძლება იქცეს კრიტიკული აზროვნების, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის, თვითშეფასებისა და შემოქმედების განვითარების ინსტრუმენტად.

და ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებ, რომ  ბავშვებს ეს უყვართ ჩვენთან სწავლა.

კრიტიკული აზროვნების საკვირაო სკოლაში სწავლა მათთვის თამაშად, აღმოჩენად და ურთიერთობად იქცევა.

სწორედ ამიტომ ჩვენს საკვირაო სკოლაში სწავლა მხოლოდ კვირაში ერთი დღით არ მთავრდება. ბავშვის განვითარება, ემოციური კავშირი და ოჯახური ურთიერთობა კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათში ვერ ყალიბდება.

ამიტომ ბავშვებს მცირე დავალებებიც აქვთ. მაგრამ ეს დავალებები ჩვეულებრივი სკოლის დავალებებისგან ძალიან განსხვავდება.

ბავშვებს ისინი ძალიან მოსწონთ. ეს არ არის ფურცლების შევსება, დამახსოვრება ან დამატებითი დატვირთვა. ეს არის უკვე გამზადებული, 10–15 წუთიანი თამაშები და აქტივობები, რომლებიც ბავშვმა ოჯახის წევრებთან ერთად უნდა შეასრულოს.

ზოგჯერ ეს არის ერთი შეკითხვა.

ზოგჯერ — პატარა თამაში.

ზოგჯერ — ამბის გაგრძელება.

ზოგჯერ — ოჯახის წევრების როლებში შესვლა.

ამ რამდენიმე წუთში ბავშვი მხოლოდ უნარებს კი არ ავითარებს.

ის გრძნობს, რომ მას უსმენენ.

რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

რომ ოჯახში მისთვის დრო არსებობს.

და ხშირად სწორედ ეს აკლიათ ბავშვებს ყველაზე მეტად  და არა კიდევ ერთი გაკვეთილი, მათ სჭირდებათ ნამდვილი ემოციური კავშირი.

ბევრი მშობელი გვეუბნება, რომ ეს პატარა აქტივობები მათი დღის ყველაზე საყვარელი ნაწილი გახდა.

რადგან დღეში ათი წუთიც კი საკმარისია, თუ ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ მასთან ერთად არიან მშობლები, უხარიათ, იცინიან.

რატომ ვამაყობ ჩვენი საკვირაო სკოლის პროგრამებით?

იმიტომ, რომ მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე ან სწავლებაზე არ არის ორიენტირებული. ჩვენ ოჯახური ურთიერთობების და ემოციური კავშირების გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რაც თანამედროვე სამყაროში უკვე დიდი დეფიციტური საკითხი აღმოჩნდა

ჩვენი სკოლა  არის სივრცე, სადაც ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ კითხვას, წერას ან თვლას, არამედ საკუთარ თავს, სხვებს და სამყაროს.

ერთი ზღაპარი ზოგჯერ ბევრად მეტს ასწავლის, ვიდრე ათი სამუშაო რვეული.

და ზოგჯერ ერთი ამბავი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა არა მხოლოდ კითხვა, არამედ საკუთარი თავიც აღმოაჩინოს.

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი სწავლობდეს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ აზროვნებას, ემოციებს, ურთიერთობასა და კრიტიკულ მსჯელობას — სწორედ ამისთვის შეიქმნა ჩვენი საკვირაო სკოლა.

წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის ბმული

გააზირე:

ასევე დაგაინტერესებთ