ხშირად დასმული შეკითხვები
Q&A
რა არის კრიტიკული აზროვნების სკოლა?
კრიტიკული აზროვნების სკოლა არის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაზე. ჩვენ ვასწავლით ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ხელს ვუწყობთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციისა და თვითმართვის უნარების განვითარებას.
საბავშვო პროგრამები რა დღეებში გაქვთ?
ძირითადად საბავშვო პროგრამებისათვის გვაქვს საკვირაო და საშაბათო პროგრამები
რა ფორმატით ტარდება კურსები?
კურსები ტარდება ორ ფორმატში: პირისპირ და ონლაინ. თითოეული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ შეხვედრებს, პრაქტიკულ დავალებებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სამუშაოებს.
არის თუ არა კურსები სერტიფიცირებული?
დიახ, ყველა კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მათი ახალი უნარებისა და ცოდნის დონეს.
რა უპირატესობა აქვს კრიტიკული აზროვნების სკოლას სხვა საგანმანათლებლო ცენტრებისგან?
ჩვენი მთავარი უპირატესობაა ინტერაქტიული, პრაქტიკული და თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის გამოყენებაზე და უნარების რეალურ ცხოვრებაში დანერგვაზე.
კრიტიკული აზროვნების სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მრავალ ორგანიზაციასთან, რომლებიც მხარს უჭერენ განათლების, პიროვნული განვითარების და ინოვაციების ხელშეწყობას.