ვერბალური ონანიზმი: რა სჭირთ ქართველ კაცებს, როცა სექსზე ვლაპარაკობთ და ვინ აძლევს მათ ლეგიტიმაციას?

ქართული საზოგადოების სექსუალური კულტურის, მიზოგინიის და ონლაინ აგრესიის ფსიქოლოგიური ანალიზი

საკმარისია, ქალმა სოციალურ სივრცეში სიტყვა „სექსი“ ახსენოს — არა ვულგარულად, არამედ საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიურ ან უბრალოდ ჯანსაღ კონტექსტში — რომ ვირტუალური პანდორას ყუთი მომენტალურად იხსნება. კომენტარებში და განსაკუთრებით Inbox-ში იწყება ნამდვილი საგიჟეთი: პრიმიტიული, შაბლონური მესიჯები, გაცვეთილი კომპლიმენტები, რომლებიც წამში გადადის უხეშ შემოთავაზებებსა თუ პირდაპირ შეურაცხყოფაში. ამ ფენომენს მე დიდი ხანია სახელი დავარქვი: ვერბალური ონანიზმი. ეს არის […]