🧠 კრიტიკული აზროვნების პროგრამა 6–10 წლის ბავშვებისთვის
ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც ეხმარება ბავშვებს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებაში საინტერესო და ასაკის შესაბამისი წიგნების საშუალებით.
ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებმა:
🔸 არა მხოლოდ მიიღონ ინფორმაცია, არამედ შეძლონ მოვლენების გაანალიზება,
🔸 ჩამოაყალიბონ დამოუკიდებელი აზრი,
🔸 არგუმენტირებულად მსჯელობდნენ და
🔸 მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები.
📖 პროგრამის ფარგლებში ბავშვები:
✔️ კითხულობენ შერჩეულ საბავშვო წიგნებს,
✔️ განიხილავენ პერსონაჟების ქცევებსა და გადაწყვეტილებებს,
✔️ სწავლობენ ემოციების ამოცნობასა და გამოხატვას,
✔️ ავითარებენ არგუმენტირების უნარს და პოზიციის დაცვას,
✔️ მონაწილეობენ ინტერაქტიულ და შემოქმედებით აქტივობებში,
✔️ სწავლობენ დამოუკიდებელი და კრიტიკულად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას.
👫 გუნდური მუშაობის ფორმატი:
🔹 ჯგუფური შეხვედრები ავითარებს გუნდურობას, მოსმენას და აზრის გაზიარების კულტურას.
🔹 აქტივობები ეფუძნება საბავშვო ლიტერატურის პოპულარულ ნაწარმოებებს.
🔹 თითოეულ მონაწილეს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას.
🔹 გარემო არის უსაფრთხო, მეგობრული და პატივისცემაზე დაფუძნებული.
🕒 შეხვედრები იმართება ყოველ კვირას.
📅 თვეში 4 შეხვედრა (2 საათი).
📍 მისამართი: სოლოლაკი, მუსხელიშვილის ქ. 10 (ამაღლების ქუჩის პარალელურად)
📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
💰 პროგრამის ღირებულება: თვეში 180 ლარი (მოქმედებს ფასდაკლებებიც: აი-რას გამომწერებისთვის, დედმამიშვილებისთვის).