თვითრეფლექსიის აქსელერატორი – თვითგანვითარების გზამკვლევი

პროგრამა აგებულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის, სხეულის ენის და NLP ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემებზე და ტაქტიკებზე.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა :

· გაიაზრონ საკუთარი თავი, თავიანთი რესურსები და პოტენციალი;

· მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გახდნენ საკუთარი ცხოვრების მმართველები;

· გაიაზრონ თავიანთი ღირებულებები და მიზნები;

· გაიაზრონ რას ნიშნავს მათთვის წარმატება და განსაზღვრონ ის რესურსები, რაც მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის;

· გაიფართოვონ სააზროვნო სისტემა;

· შეიმუშაონ და დაგეგმონ საკუთარი მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების წარმატებული სტრატეგიები;

· შეაფასონ გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ის რესურები, რომლებიც ესჭიროებათ წარმატებისათვის;

· დროში გაწერონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზები;

რას მიიღებთ ტრენინგის შემდეგ?

გასცემთ პასუხს კითხვებს:

  • ვინ ვარ დღეს?
  • როგორი მინდა რომ ვიყო?
  • რა მინდა?
  • როდის შეიძლება მივაღწიო ჩემს სურვილს/მიზანს?
  • რა რესურსები მაქვს და რა მჭირდება წარმატებისათვის და ბედნიერებისათვის?
  • რა არის ჩემი ძლიერი მხარეები და რა მაქვს განსავითარებელი?
  • სად მინდა ვიყო 10 ან 20 წლის შემდეგ?
  • რა გარემოში მიწევს ყოფნა და როგორი გარემო მესაჭიროება განვითარებისათვის?

თემები:

  • რისგან შედგება ადამიანის „მე“;
  • ჩვენი ტვინი – ბიოლოგიური პროცესორი – მისი მუშაობის ალგორითმები და პროგრამირება მიზნების სწორი ფორმულირებისა და წარმატებისათვის;
  • რა განსხვავებაა ჩემსა და წარმატებულ, მილიონერ/მილიარდერ ადამიანს შორის?
  • ხედვა, ღირებულებები და მიზნები;
  • ჩემი სურვილები, სხვისი სურვილები და გარემო;
  • სხეული და მისი ენა;
  • ემოციები;
  • შიშები და ბარიერები;
  • ხვალენდარი და კალენდარი; დრო და ქმედებები;
  • სააზროვნო სისტემის გაფართოების ტექნიკები;
  • ვარ მმართველი თუ მართული?
  • ინდიკატორები, რომლითაც ვაფასებ წარმატებულ სტრატეგიებს;
  • წარმატების მიღწევის სტრატეგიები და ტაქტიკები;
  • თავისუფლება VS მონობა;
  • არასტაბილური, ტურბულენტური გარემო და მე;

კურსის ხანგრძლივობა: 6 ჯგუფური შეხვედრა, 1 შეხვედრა 3 საათი; სულ 18 საათი; 3 ინდივიდუალური სესია – თითო სესია 40წთ;

ფორმატი: ინტერაქტიული ჯგუფური შეხვედრა ონლაინ, დატვირთული სავარჯიშოებითა და საშინაო დავალებებით. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან სურვილის მხიედვით – ან ონლაინ სესიები ან პირისპირ სესიები;

მონაწილეთა რაოდენობა – შეზღუდული, მაქსიმუმ 12 მონაწილე;

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;

ტრენერი: ნინი ჭაჭია