როგორ შევუწყოთ ხელი შვილების განვითარებას

კრიტიკული აზროვნების სკოლის მშობელთა კლუბში გაიმართება შეხვედრა – როგორ შევუწყოთ ხელი მოზარდებს თვითრეფლექსიის და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

💡 შეხვედრის დროს განხილული იქნება:

✅ როგორ უნდა განავითარონ მშობლებმა თვითრეფლექსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარები საკუთარ შვილებში?
✅ რა ვუყოთ აგრესიას, რომელსაც ვამჩნევთ საკუთარ შვილებში?
✅ როგორ შევუქმნათ მოზარდებს განვითარების ხელშემწყობი გარემო?
✅ როგორ შევუწყოთ ხელი მოზარდების თვითიდენტიფიკაციას?
✅ ტექნიკები, რომლებიც მშობლებს ეხმარება მოზარდების პიროვნულ განვითარებაში;
✅ როგორ შევხედოთ სამყაროს მოზარდების თვალით?

🍷 შეხვედრის მასპინძლები იქნებიან გიგი თევზაძე და ნინი ჭაჭია;

🗓️ შეხვედრა გაიმართება 27 ივნისს 20 საათზე;

🔴 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია;

🖊️ შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია:

📌 მისამართი: ამაღლების ქ. 16, კაფე „ტერაკოტა“;

🔖 მონაწილეობის საფასური: 25 ლარი;