SMART Start – წიგნებით და თამაშებით ვემზადებით სკოლისათვის!

🎓 „სმარტ სტარტი“ – სკოლამდელი მოსამზადებელი პროგრამა 5–6 წლის ბავშვებისთვის

„სმარტ სტარტი“ არის კრიტიკული აზროვნების სკოლის საავტორო სკოლამდელი მოსამზადებელი (პრესქულ) პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 5–6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამა ეხმარება ბავშვებს სასკოლო უნარების განვითარებაში წიგნებისა და თამაშების საშუალებით, სტრესისა და შფოთვის გარეშე.


🌟 რა უნარებზე ვმუშაობთ პროგრამის განმავლობაში?

1. აზროვნებისა და კოგნიტური უნარები:
🔹 მეხსიერება და ყურადღება
🔹 ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი აზროვნება
🔹 ფიგურებისა და ფერების გარჩევა
🔹 დროის აღქმა
🔹 საბაზისო მათემატიკური ცნებები (მეტია/ნაკლები, გრძელი/მოკლე)

2. ენობრივი და კომუნიკაციის უნარები:
🔹 მეტყველების განვითარება და წაკითხულის გაგება
🔹 სიტყვების სწორად გამოყენება და აზრის გამოხატვა
🔹 წინასწარი წერის უნარები

3. სოციალური და ემოციური კომპეტენციები:
🔹 თანატოლებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა
🔹 ემოციების რეგულაცია და თანაგრძნობა
🔹 დამოუკიდებლობა ყოველდღიურ საქმიანობებში
🔹 კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა

4. მოტორული უნარები:
🔹 მცირე მოტორიკა (ხელის წერა, კოპირება, ჭრა)
🔹 მსხვილი მოტორიკა და მეტყველი მოძრაობები
🔹 თვითმომსახურება (ჩაცმა, ჰიგიენა და სხვა)

5. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება:
🔹 წარმოდგენითი თამაში და მოთხრობების მოფიქრება
🔹 პრობლემების გადაჭრა სხვადასხვა გზით
🔹 ხატვა, აპლიკაციები, სიმღერა და ცეკვა


📖 რას გავაკეთებთ გაკვეთილებზე?

🔹 წავიკითხავთ საინტერესო ამბებს და ვისწავლით ემოციებისა და აზროვნების მართვას
🔹 ვითამაშებთ ლოგიკურ და კრეატიულ თამაშებს
🔹 განვიხილავთ პერსონაჟების ქცევებს და განვივითარებთ თვითგამოხატვას
🔹 შევასრულებთ ამოცანებს, რომლებიც ამზადებს ბავშვს სკოლისთვის თამაშის ფორმატში


🎯 რას მიიღებს თქვენი შვილი პროგრამისგან?

✔ სკოლისთვის მომზადება სტრესისა და შფოთვის გარეშე
✔ ადაპტაცია სასწავლო გარემოში
✔ კომუნიკაციის, ყურადღების და კონცენტრაციის გაუმჯობესება
✔ ემოციების მართვისა და კრიტიკული აზროვნების საბაზისო უნარები


📅 ტექნიკური ინფორმაცია:

🕒 შეხვედრები ტარდება შაბათობით
📍 მისამართი: სოლოლაკი, მუსხელიშვილის ქ. 10 (ამაღლების ქუჩის პარალელურად)
📆 თვეში 4 შეხვედრა (დღეში 2 საათი)
💰 პროგრამის ღირებულება: თვეში 200 ლარი (მოქმედებს ფასდაკლებებიც: აი-რას გამომწერებისთვის და დედმამიშვილებზე)


📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია