პირველი საბავშვო შემეცნებით-გასართობი ჟურნალი “აი-რა”1 მაისს გამოვა

დღეს კრიტიკული აზროვნება აღარ ნიშნავს მხოლოდ ტექსტის გაგებას.

ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში, ჩვენი შვილებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ანალიზის, შეფასებისა და მიზნის დანახვის უნარი. ბავშვების ყოველდღიურობა სავსეა ეკრანებით, სწრაფი ცვლილებებითა და ინფორმაციის ნაკადით. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხოლოდ ფაქტებს კი არ ეუფლებოდნენ — არამედ ისწავლონ ფიქრი, არჩევანის გაკეთება და ემოციების მართვა.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? დღევანდელ ბავშვებს სჭირდებათ უნარები, რათა:

  • სიმართლისა და სიცრუის გარჩევა;
  • შეძლონ ანალიზი და შეფასება;
  • ემპათიის გამოხატვა;
  • არგუმენტირებული მსჯელობა;

რატომ შეიქმნა „აი­რა“?

„აი­რა“ არ არის მხოლოდ გასართობი ჟურნალი. ეს არის ცოდნის სუპერძალა. ის თამაშითა და ზღაპრით ეხმარება ბავშვებს:

  • იფიქრონ დამოუკიდებლად;
  • გამოხატონ საკუთარი ემოციები;
  • გაიგონ, რომ სწავლა სახალისოა.

ჟურნალი სრულიად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მისი ნახვა, ჩამოტვირთვა და დაბეჭდვა ყველას შეუძლია. უბრალოდ უნდა გადახვიდეთ ბმულიზე გამოიწეროთ ჟურნალი და დაელოდოთ ყოველი თვის პირველ რიცხვს, ჟურნალი სწორედ პირველ რიცხვში გამოდის.