ზამთრის ზღაპრების ფესტივალი იწყება

❄️ 6 დეკემბრიდან კრიტიკული აზროვნების სკოლაში ზამთრის ზღაპრების ფესტივალი იწყება!


გსურთ, რომ თქვენმა პატარამ წინასაახალწლო დღეები მხიარულად, შემოქმედებითად და ჯადოსნურად გაატაროს?


მაშინ გელოდებით ყოველ შაბათს ჩვენს მკითხველთა კლუბში! 🎄


📅 როდის: ყოველ შაბათს — 6 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით.
📍 სად: კრიტიკული აზროვნების სკოლაში — სოლოლაკი, მუსხელიშვილის ჩიხი #10


✨ ეს ოთხი ჯადოსნური შაბათი თქვენი პატარებისთვის ნამდვილ საახალწლო მოგზაურობად გადაიქცევა, სადაც ისინი:
📖 მოისმენენ საოცარ საახალწლო ზღაპრებს;
🎨 შექმნიან ილუსტრაციებს და საახალწლო დეკორაციებს;
🎲 ითამაშებენ გუნდურ თამაშებს და მიიღებენ საახალწლო სიურპრიზებს.
და ბოლოს — სახლში საკუთარ ხელით შექმნილ დეკორაციებსაც წამოიღებენ, რომ დღესასწაულის ჯადოსნობა გაგრძელდეს! 🎁


ფესტივალი განკუთვნილია 5-9 წლის ბავშვებისთვის!


📚 დეკემბრის ზღაპრების განრიგი კი ასეთია:
🌰 მაკნატუნა
🐉 12 განსაკუთრებული ცხოველის ისტორია — ჩინური ახალი წლის ჯადოსნური ლეგენდა
🧵 მეწაღე და ელფები
🎶 საშობაო სიმღერა
შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ზღაპარი ან ჩაერთოთ მთელ მოგზაურობაში!


🕒 ხანგრძლივობა: 1 სთ 15 წთ
💰 1 შეხვედრის ღირებულება 30 ლარია
💫 სრულად დეკემბრის ჯადოსნურ მოგზაურობაში ჩართვის შემთხვევაში – 4 შეხვედრა – 100 ლარი
📩 დარეგისტრირდით წინასწარ!

დარეგისტრირდი ახლავე