აი-რა – #7 ნოემბრის გამოცემა

✨ მეშვიდე ნომერი მზად არის!
აი ისიც – ჩვენი ჟურნალის მეშვიდე ნომერი უკვე ხელმისაწვდომია!

გადმოწერეთ ჟურნალი და გაატარეთ შემეცნებითი დრო თქვენს შვილებთან ერთად.

ამ ნომრის მთავარი გმირი ჩექმებიანი კატაა. ჩაუჯექით ზღაპარს თქვენს პატარებთან ერთად და გაგვიზიარეთ თქვენი ალტერნატიული ისტორიები სოციალურ ქსელში.

ჟურნალში დაგხვდებათ:
– გასაფერადებლები
– კითხვები და თავსატეხები
– ამოცანები და სავარჯიშოები
– საიდუმლო დავალებებიც 🎯

📺 ზღაპრის ვიდეო ჩანაწერიც მოვამზადეთ – შეგიძლიათ უყუროთ YouTube-ზე!

🎓 თუ ჟურნალი თქვენთვის შთაგონების წყარო გახდა და გსურთ, ბავშვებმა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება მიიღონ აუცილებლად გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში და დაელოდეთ ჩვენს აქტივობებს.

📰 და თუ გსურთ, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი ნომრები – უფრო მეტი სავარჯიშოთი და აქტივობით სავსე დაგვიტოვეთ მონაცემები აქ!

გახსოვდეთ, გამომწერები ყველა ინფორმაციას პირველები იღებენ!

სიყვარულით,
კრიტიკული აზროვნების სკოლა